ნანა ნოზაძე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის ისტ–ის პედაგოგი; რუსთაველის გამზირი #10; ტელ: 577335848; 595 177167; nananozadze@gmail.com

Thursday, April 19, 2018

ეთიკის ნორმები და საავტორო უფლებები

გაკვეთილზე გამოსაყენებელი ბლოგზე ატვირთული ინფორმაცია მასწავლებლის გზამკვლევიდანაა 













Monday, April 16, 2018

ჩემი საქართველო
















საქართველოს ტაძრები
  1. ჯუმათის მონასტერი
  2. ცაგერის
  3. შენაქო
  4. სხალთა
  5. მარტვილი
  6. ლომისის
  7. ლაგურკა
  8. კუმურდო
  9. კაცხი
  10. იკორთა
  11. ზარზმა
  12. გელათი
  13. ბეთანია
  14. ბედიის
  15. ბარაკონი
  16. ალავერდი
  17. სამება
  18. სვეტიცხოველი








ჯუმათის მონასტერი





ჯუმათის მონასტერი
        ჯუმათის მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი წარწერები. მათ შორის: მამია გურიელისა და დედოფალ თინათინი8 მიერ შეწირული Gაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი, გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი უამრავი ძვირფასი თვალით შემკული, მათივე შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდედის ირგვლივ 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა. ხატის კარედზე მიქაელ და Gაბრიელ მთავარანგელოზთა მოღვაწეობის სცენები იყო გამოხატული, მარეხ ანთიძის მიერ შეწირული მაცხოვრის მოოქვრილი ვერცხლის ხატი, მიქაელ და გაბრიელმთავარანგელოზთა რელიეფური გამოსახულებით, გიორგი გურიელის, მისი ძმის ლომასა და მეუღლის ადასუჯანის მიერ შემკული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, კახაბერ გურიელის მიერ შეწირული Gაბრიელ მთავარანგელოზის ხატი, ეს ორი ხატი განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო.
      ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს, ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვრის მკლავებზე წმინდანები იყვნენ გამოსახულნი, ჯვარი ძვირფასი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტრისათვის გიორგი გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ.
   2000 წლიდან მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამსართულიანი კომპლექსის მშენებლობა, რომლის პირველ სართულზე სატრაპეზო მოეწყობა, მეორეზებერების სენაკები, ხოლო მესამე სართული სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისათვის განკუთვნილ
ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლისს ნიკოლზს (XV-XVI სს.) უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთკანონი მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. ამათგან სახარება, ხელთ-კანონი და მამათა წიგნი შატბერდის მონასტრიდან წამოუღია.
ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.
1827 წელს მიიცვალა უკანასკნელი ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. 1844 წელს ექზარხოზის გადაწყვეტილებით ჯუმათის საეპისკოპოსო კათედრა დახურეს. ამავე წელს შეიქმნა გურიის ეპარქია. ეგზარხოსის 1 აპრილის ბრძანებით გურიის საეპისკოპოსოს კათედრად დადგენილი იქნა ჯუმათის მონასტერი. გურიის მწყემსთმთავარი 1886 წლამდე იჯდა ჯუმათში.


ცაგერის  ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების 
სახელობის საკათედრო ტაძარ




ცაგერის  ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების 
სახელობის საკათედრო ტაძარ

 (X–XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა) — ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარიდა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა.
VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა. ეს არის საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც "ბაგრატაფხაზთა მეფე და კურაპალატისგვერდით მოიხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი.
ცაიშის ეპისკოპოსოს სამწყსო მოიცავდა ხობისწყალსა და ენგურს შორის მიწა-წყალს ზღვიდან უნაგირის ქედამდე. ცაიშვილის სამწყსო იყო ზემო სვანეთიც. მას შემდეგ, რაც აფხაზთა გააფსარების და გაწარმართების მიზეზით დრანდისმოქვის და ზედა ბედიის საეპისკოპოსოები გაუქმდა, სამურზაყანოც ცაიშის სამწყსოდ იქცა.
ცაიშში დღეს მდგარი გუმბათოვანი ტაძარი XIII-XIVსაუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული. მანამდე კი აქ X-XIსაუკუნეთა მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია მდგარა. თუ როგორი იყო ადრინდელი ტაძარი არ ვიცით. წყაროებში შემონახულია ცნობები XI საუკუნიდან 1823 წლამდე ოცამდე ცაიშელი ეპისკოპოსის შესახებ. მათ შორის ყველაზე ღვაწლმოსილნი ჩანან მალაქია გურიელი (1612-1639) და გრიგოლ ჩიქოვანი (1777-1823).
1614 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შედეგად საშინლად დანგრეული ცაიშის ტაძარი მალე აღადგინა და შეამკო მეუფე მალაქიამ. მეუფე გრიგოლმა კი კაცია II დადიანის მხარდაჭერით შეძლო ეკლესიისათვის დაებრუნებინა თავადაზნაურთა მიერ მიტაცებული ყმა-მამული, ააშენა სამრეკლო და ტაძარს შემოავლო გალავანი1823 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. ამის შემდეგ 1879 წლამდე აქ იყო მონასტერი, შემდეგ კი სადეკანოზო, რომელშიც შედიოდა ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესია. ცაიშის ტაძარი განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ ეკლესიასთან იყო სკოლა.


შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია
შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია.




შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია
შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია.
შენაქოს წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში, დგას სოფლის განაპირასაღმოსავლეთით. განეკუთვნება XIX საუკუნეს. ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა (შიდა ზომები: 7,4 X 5,1 ), ნაშენია ფიქლითა და კირის დუღაბით. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. ჯვრის აღმოსავლეთ მკლავი ნახევარწრიული აბსიდითაა დასრულებული და დანარჩენ მკლავებზე გაცილებით ღრმაადასავლეთსამხრეთ და ჩრდილოეთმკლავები სწორკუთხაა - თანაბარი სიღრმის. გარედან აბსიდი ხუთწახნაგაა. დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელში ნახევარწრიული თაღით გადახურული განიერი შესასვლელია. აბსიდი წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული საბჯენი თაღითაა გამოყოფილი, რომლის ქუსლებთან ფიქლის თაროსებრი იმპოსტებია. აბსიდში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდის ჩრდილოეთ კიდეში გეგმით ოვალური თაღოვანი ნიშია. საფეხურით შემაღლებულ საკურთხევლის ბაქანს ნახევარწრიული ამბიონიეკვრის. საკურთხეველში დგას ფიქლით ნაშენი კუბური ფორმის ტრაპეზი. სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების ღერძებზე ბრტყელი თაღით გადახურული თითო განიერი სარკმელია. ორივე სარკმელს თითქმის პარალელური წირთხლები და ჰორიზონტალური რაფა აქვთ. ჯვრის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავები ცილინდრული კამარითაა გადახურული, რომელთა ქუსლებთან გამოყოფილია ფიქლის თაროსებრი იმპოსტები. მკლავების გადაკვეთაზე, აღმართულია ფიცრის ბრტყელი ჭერით გადახურული, შიგნით წრიული და გარედან რვაწახნაგოვანი ყელი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა განხორციელებულია გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში გამოყვანილი აფრებით. გუმბათის ყელში რვა ვიწრო და თაღოვანი სარკმელია. გარედან გუმბათის ყელი რვაწახნაგაა, გადახურულია თუნუქის, პირამიდული სახურავით. ეკლესიის დასავლეთ მკლავის წინ გეგმით სწორკუთხა და სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი კარიბჭეა. თაღები ეკლესიის დასავლეთ კედლის ორ პილასტრსა და ორ კვადრატულ ბურჯს ეყრდნობიან. შიგნით კარიბჭე გადახურულია ნახევარსფერული გუმბათოვანი კამარით, გარედან - თუნუქის ორფერდა სახურავით. კარიბჭის დასავლეთ კედელზე დაშენებული ყოფილა გეგმით კვადრატული სამრეკლო, რომლისგანაც მხოლოდ საფუძველი შემორჩა. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებს, თითქმის მთელ სიგრძეზე, გეგმით სწორკუთხა და სამ მხარეს სწორკუთხა მალებით გახსნილი მინაშენები ეკვრის, რომელთა თუნუქის ცალფერდა სახურავი ორ კვადრატულ ბურჯს და ეკლესიის კედლის პილასტრებზე გადებულ ხის ძელებს ეყრდნობა. ეკლესიას, კარიბჭეს და მინაშენებს ფიქლის თაროსებრი ლავგარდანი აქვს.


სხალთა




სხალთა
ეკლესიის აშენების შესახებ ისტორიულ წყაროებსა და თვით ფრესკებზე დაცულ წარწერებში ცნობები არ მოიპოვება. ხალხში დარჩენილი ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს.
სხალთის ხეობა, შუა საუკუნეებში საკმაოდ დაწინაურებული რეგიონი იყო. აქ გადიოდა აჭარიდან არტაანისკენ მიმავალი უმოკლესი გზა. კუთხის კულტურული აღმავლობა საქართველოს პოლიტიკურეკონომიკური ძლიერებისა და აჭარაში აბუსერისძეთა მმართველობის პერიოდს უკავშირდება. აბუსერისძეები განსაკუთრებული სიქველითა და ღვთისმსახურებით გამოირჩეოდნენ. ცნობილია, რომ მათ მიერ არის აგებული აჭარაში ვერნების, ხიხანის და თხილვანას ეკლესიები. XII-XIII საუკუნეების მიჯნის მოღვაწისა და მწერლის აბუსერისძე ტბელის მემკვიდრეობა კი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. სხალთის ტაძრის აგება და ფრესკებით შემკობა აბუსერისძეთა სახელს უნდა უკავშირდებოდეს.
ძეგლს 1939 წელს ჩაუტარდა გაზომვა-გამოკვლევა და 1944 წელს დამატებითი მასალების შეგროვების და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ სხალთის ტაძარი XIII საუკუნის შუა წლებს განეკუთვნება, ხოლო სამხრეთის კარიბჭე ცოტა მოგვიანებით იქნა მიშენებული.
1957, 1989 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად (რესტავრატორები . ხიმშიაშვილი, . ოთარაშვილი) ტაძარი კვლავ განახლდა, ხოლო 1990 წლიდან მოქმედ ეკლესიათა რიგში ჩადგა. ამჟამად, იგი წარმოადგენს სხალთის ეპარქიის საკათედრო ტაძარს.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
ხალხში დარჩენილი ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს და არც მის ამშენებელ ოსტატს ივიწყებს.
ხიხანის ხეობის ხელოსნები განთქმულნი იყვნენ თავიანთი ოსტატობით, ამას ადასტურებს ხალხში დარჩენილი ლეგენდა სხალთის ეკლესიის აშენების შესახებ: ეკლესიის მშენებელი ოსტატი ისეთი გონიერი და დიდი ანგარიშის მცოდნე ყოფილა, რომ მას წინასწარ გამოუთვლია რამდენი ცალი ქვა დასჭირდებოდა ამ ეკლესიის ასაგებად. ადგილზე ქვები მოჰქონდათ ხელიდან ხელში გადაცემით. როცა შენობის დამთავრებას ერთი ქვაღა აკლდა, აღმოჩნდა, რომ ქვების მარაგი გათავებულიყო. ოსტატმა რა დაინახა, ანგაშში მოვტყუვდიო, სირცხვლის ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა.
როცა აჭარას აღმოსავლეთით ურდოები შემოესიენ, მაშინ თამარ მეფემ ხიხანის ციხეს შეაფარა თავი და იქიდან მიწისქვეშა საიდუმლო გზით სხალთის ეკლესიაში დადიოდა სალოცავად. როცა მტერმა მიაგნო მის გზას და შეპყრობას უპირებდა, თამარ მეფე მტერს არ ჩაბარდა და საწამლავი დალია.



მარტვილის სამონასტრო ანსამბლი




მარტვილის სამონასტრო ანსამბლი
(VI-VII ss.)
სიტყვა მარტვილი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან, რომელიც ნიშნავს წამებულს, ხოლო მეგრული სახელწოდება ჭყონდიდი წარმოიშვადიდი ჭყონის“ - დიდი მუხისაგან. წარსულში, ჭვენიას მაღალი ბორცვი, რომელზედაც ახლა მონასტერია აღმართული, დამშვენებული იყოჭყონის“ (მუხის) ათასწლოვანი ხეებით.
გადმოცემის თანახმად უწინ, დღევანდელი ტაძრის ადგილას ვებერთელაჭყონის“ (მუხის) ხე იდგა, რომელზედაც კერპთაყვანისმცემლების კერპი იყო მიმაგრებული და ხდებოდა ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვა. როდესაც მარტვილში მოვიდა ანდრია პირველწოდებული, მან გაანადგურა კერპი, მოჭრა ის მუხა, რომელზეც კერპი იყო მიბმული და მის ადგილას აღმართა ჯვარი

ტაძრის აგების თარიღად, . ელიავა, ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი VI-VII საუკუნეების მიჯნას მიიჩნევენ. იგი თავდაპირველად ჯვრის ტიპს განეკუთვნებოდა
735-737
წლებში, მურვან ყრუს შემოსევისას მისი ჯარი ჭყონდიდის მიდამოებში დაბანაკდა, საიდანაც შემდეგ გაილაშქრა და აიღო ციხე გოჯი. მტერმა მონასტერის მთელი ანსამბლი დაარბია. არაბმა სარდალმა ტაძარი გამოაწვევინა და შემდეგ ცხენების თავლად აქცია
დანგრეულ-გაპარტახებული შენობის აღდგენა გიორგი II- გადაწყვიტა. ამ რელიგიური და არქიტექტურული ანსამბლის აღდგენა ხელს შეუწყობდა ბიზანტიის გავლენის შესუსტებას ქართულ ეკლესიებზე. ამიტომ გიორგი II- გარდა მონასტრის აღდგენისა, განიზრახა მის საეპისკოპოსოდ გადაქცევა. „აფხაზეთის მეფის გიორგი II- დროს (922-957 წწ.) გაუქმებულ იქნა ზღვის სანაპირო ზონაში ფასისის კათედრა და იგი გადატანილ იქნა შიდა მხარეში, ახალ ცენტრში - ჭყონდიდში““- წერდა პავლე ინგოროყვა
იმავე საუკუნეში, რამოდენიმე წლის შემდეგ ტაძარს დასავლეთ კარიბჭე მიუშენეს
X
საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრს - ჭყონდიდ-მარტვილს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ყოველმხრივ ცხოვრებაში. აქ მოღვაწე ბერები თუ საერო ბრძენი კაცები ხელს უწყობენ ქვეყნის კულტურულ დაწინაურებას
დიდი ჰიმნოგრაფი ივანე მინჩხი, იყო გიორგი II აფხაზთა მეფის მეგობარი. მის მიერ არის დაწერილი ერთ-ერთი პოეტური ნაწარმოებიგალობანი გიორგისნი“. სწორედ აქ XI საუკუნის შუა ხანებში ბაგრატ IV- მოიწვია აღმოსავლეთში ცნობილი მთარგმნელი, მწერალი, ისტორიკოსი და პედაგოგი გიორგი მთაწმინდელი, რომელიც საქართველოს მეფის დავით აღმამშენებლის აღმზრდელი გახდა. გიორგი ჭყონდიდელის მეთაურობით მარტვილის სავანეში სააღმზრდებლო-საგანმანათლებო დაწესებულება-სასწავლებელი არსებობოდა
აღსანიშნავია აგრეთვე ივანე დიაკონი - შესანიშნავი მჭედელი, რომელიც მოღვაწეობდა XI საუკუნეში და რომელიც არის ავტორი მარტვილის საწინამძღვრო ჯვრისა, რომელიც XI საუკუნის მეორე ნახევარშია შესრულებული. დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. მარტვილის ჭედური ჯვარი ქართული ოქრომქანდაკებლობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურის თვალსაჩინო ძეგლია. ამჟამად იგი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში
მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები. ერთ-ერთი მათგანი იყო იოანე მესტვირი - კალიგრაფი

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია






ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
ეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერიაღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარეშეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.
თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.
შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, - ილოცებიან მთიულნი.


ლაგურკა



ლაგურკა
მასალა ვიკიპედიიდანთავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა კვირიკესა და ივლისტას მონასტერი - ლაგურკა
ლაგურკა — შუასაუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კვირიკესა და ივლიტეს მონასტრის ეკლესია, სოფ. ხის მიდამოებში (მესტიის რაიონი), მდ. ენგურის მარცხენა მხარეს, მაღალ მთაზე. მოყვითალო ფერის შირიმით ნაგებ დარბაზულ ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები აქვთ. დასავლეთ მხარეს აღმართულია ორსართულიანი სამრეკლო. ინტერიერში ნახევარწრიული საკურთხევლის აფსიდი დარბაზის ძირითადი სივრცისგან გამოყოფილია ქვის კანკელით. ცილინდრული კამარა ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. სიგრძივი კედლები დანაწევრებულია ორ-ორი თაღით. სარკმლები გაჭრილია აფსიდსა და დასავლეთ კედელში. ინტერიერი მოხატულია თევდორე მეფის მხატვრის მიერ (1112) კალის ხევის ფეოდალთა დაკვეთით (აღნიშნულია დასავლეთ კედლის წარწერის შემორჩენილ ფრაგმენტში).
მოხატულობის ლაკონურ სქემაში გამოსახულებათა შერჩევა გარკვეულად ასახავს ადგილობრივ ტრადიეციებს. აქცენტირებულია კვირიკესა და ივლიტეს ფიგურები დასავლეთ კედელსა და კანკელზე. ხოლო მათი ცხოვრების სცენები (კვირიკეს სიკვდილი, ივლიტეს თავის კვეთა) გამოსახულია სამხრეთ კედლის თაღებში. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა. მისი განაწილება კედლებზე მკაცრად შეესატყვისება ინტერიერის არქიტექტურულ დანაწევრებას. გამოსახულებათა ექსპრესიით და ემოციური გამომხატველობით, სცენათა თემატიკური შინაარსის ინტერპრეტაციით ლაგურკის მხატვრობა უნიკალურია არა მარტო ამ პერიოდის ქართული მონუმენტურ მხატვრობაში, არამედ საერთოდ შუა საუკუნეთა მხატვრობაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია იმ მიმართულებისა, რომელმაც თავი იჩინა ხელოვნებაში XII საუკუნის II ნახევრიდან.
მიწისძვრის დროს დაზიანებული მხატვრობა, როგორც წარწერიდან ჩანს, მოგვიანებით ნაწილობრივ განუახლებია უბრალო ხელოსანს (ძირითადად საკურთხეველში). ლაგურკაში თავმოყრილია როგორც ადგილობრივი შექმნილი, ისე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი შუა საუკუნეთა ხელოვნების ძეგლები (ჯვრები, ჭედური და ფერწერული ხატები, მინანქრები და სხვა).



კუმურდო





კუმურდო
ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III- დროს964იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობაბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში.
კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X .), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდაზოსიმე (XI .) და სხვა.
კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედანჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთის მკლავის გარშემო, ვარაუდითსამმხრივიპატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ დეკორატიული თაღედი, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს.
მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არქივისა და ხარის - ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებანი. კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარების და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში.
ამჟამად კუმურდოს ტაძრის გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე.

კაცხის ტაძარი




კაცხის ტაძარი
კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია.
ტაძრის გარშემოსავლელის აღმოსავლეთ სადგომში შემორჩენილია ქართული პლასტიკური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუში რელიეფური ქანდაკება, ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა, რომელიც ჩასმულია მოჩუქურთმებულ მრგვალ ჩარჩოში.
კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ გასულ საუკუნეებში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, შემდგომ იგი დაუტაციათ. 
კაცხის ტაძარში ინახებოდა: ლიპარიტ ბაღუაშის მიერ შეწირული მათეს სახარების თარგმანი;
1059
წელს ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშის მიერ შეწირული წმინდა გიორგის მოოქროვილი ხატი, დიდი ჯვარი, რომლის წარწერაც რაჭის ერისთავთ-ერისთავს რატის იხსენიებს და მაცხოვრის ხატი, კახაბერ ერისთავთ ერისთავისა;
კაცხში ინახებოდა უნიკალური ძეგლი ტყავზე დაწერილი სახარება. თვალწარმტაცად მოკაზმული, რომელიც ექვთიმე ათონელს უთარგმნია 1059 წელს;
კაცხის მონასტერშივე გიორგიმალაქია აბაშიძის ბრძანებით გადაწერილა კაცხის გულანი, რომელიც ყველა საღვთისმეტყველო წიგნთა კრებულია. 
ჩამოთვლილთაგან მცირედი ნაწილი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
მატიანე ქართლისაის ცნობით, კაცხის მონასტერში არიან დასაფლავებული ერისთავთ-ერისთავები: რატი ბაღვაში, ლიპარიტ ბაღვაში (ბერობაში ანტონი). ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორებიც იყვნენ: გიორგი აბაშიძე მალაქიად წოდებული, იმერეთის მეფე გიორგი V, ვახტანგ VI-ის დროს მოღვაწე სვიმონ აბაშიძე, არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე, დავით იოანეს ძე ლიონიძე.
კაცხის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ მხარე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში, გზის პირას.


იკორთის ტაძარი



იკორთის ტაძარი
     იკორთის ტაძარი — ძველი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს სოფელ იკორთას (გორის მუნიციპალიტეტი) განაპირას, მთის კალთაზე. გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს. გეგმით ოთხკუთხა შენობის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრანგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია), ახლანდელი სამხრეთ კარიბჭე გვიანდელია.
  ტაძრის ფასადები და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული და გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. იკორთის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ქრონოლოგიურად და მხატვრულსტილისტიკური თავისებურებებით უადრესი ნიმუშია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ქართლის გუმბათოვანი ტაძრებისა, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე.
იკორთის ტაძარში არიან დაკრძალული კახეთის აჯანყების (1659) ხელმძღვანელები:ბიძინა ჩოლოყაშვილიშალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
      იკორთის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის გეგმა მოქცეულია მოგრძო სწორკუდხეთში. შესასვლელი მხოლოდ დასავლეთით და სამხრეთითაა. შიდა სივრცე საკმაოდ რთულია. გუმბათი ეყრდნობა აღმოსავლეთის საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთის პილონებს. გუმბათის ყელში თანაბარი ინტერვალით განლაგებულია თორმეტი სარკმელი, რომლებსაც თაღოვანი გადახურვა აქვს. ტაძრის ძირითადი სივრცე ჯვრის ფორმის მოხაზულობაზე აღმართული კედლებით იქმნება. ჯვრის მკლავებიდან აღმოსავლეთისა აფსიდურია, დანარჩენისწორკუთხა. თუ აფსიდს კონქი ამთავრებს, დანარჩენი ჯვრის მკლავები კამარებითაა გადახურული. მეორე სართულზე პატრონიკეა მოთავსებული. სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ ეგრედ წოდებული სამალავებია, ამ სათავსების უფორმო ხუთგვერდა გეგმის ხაზი გარეთ მოხაზულობას იმეორებს. ქვედა სართულზე ნავები ორ-ორი ჯვრული კამარითაა გადახურული, ზედა სართულზე კი უფორმო ცილინდრული კამარებია გამოყენებული. ეკლესიის შიდა სივრცის განათებას, გუმბათის სარკმლების გარდა, ემსახურება ჯვრის მკლავებში განლაგებული სარკმლები. ტაძრის შიდა კედლები მოსახატავად იყო განკუთვნილი, ამიტომ თლილი ქვა მხოლოდ საპასუხისმგებლო ადგილებშია გამოყენებული (კაპიტელებზე და სხვა), ხოლო კედლების ძირითადი მასა ფლეთილი ქვითა და აგურითაა ნაგები. კედლები თავის დროზე ფრესკებით ყოფილა დაფარული, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან დაზიანებულა, რესტავრირებული ნაწილიც კი ფრაგმენტებითაა მოღწეული.

ზარზმა






ზარზმა
მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე).თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია, და როგორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინაარმდეგ.
ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი (ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადთა მორთულობის სისტემაში. მრავალრიცხოვანი ჩუქურთმა, რომელიც კარ-სარკმელთა საპირეებს ამკობს, ტექნიკური შესრულების მხრივ მაღალ დონეზე დგას, მაგრამ რამდენადმე მშრალია). მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც ტრადიციული სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისისბექა მანდატურთუხუცესისსარგის II-ისყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართული ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1577 ზარზმის ახალმა მფლობელებმა - ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს. XX საუკუნის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია. ამის შედეგად მხატვრობის კოლორიტი და ნაწილობრივ სტილისტიკური თავისებურებაც შეილახა.


გელათი




გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია . ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლისთაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში2010-2017 წლებში ძეგლი იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში, სიიდან ამოიღეს 2017 წლის 10 ივლისს[1]. 
        მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 -ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო.
გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.


ბეთანია




ბეთანია
მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული.

ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალებისორბელების - საგვარეულო სამარხს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.

ბეთანიის ეკლესია რესტავრაციამდე. XIX საუკუნე
XX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.
მონასტრის მთავარი ტაძარი გეგმით სწორკუთხედიაგუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც.
ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მხატვრობა გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინასწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა მაცხოვრის ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელიძველი აღთქმისსცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა განკითხვის დღის კომპოზიციას.

თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და გიორგი მესამის ფრესკები ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე
რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთაგიორგი III-ისთამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი ოთხი ფრესკიდან.


ბედია




ისტორიული ცნობების თანახმადბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და შექმნა "საყდრად საეპისკოპოსოდ".
ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.
სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე.
ტაძარი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია XIII-XIV საუკუნეთა მიჯნისა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტისანტონ ჟუანისძე- მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომელიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საკუნეებით თარიღდება.
ბედიის მონასტერი(ტაძარი) – რუსულენოვანი ბროშურიდან «О Бедийском Храме» (სოხუმი, 1912/1913 წწ.)
ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების განმავლობაში შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.
დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და ქართული ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ ბედიელ მთავარეპისკოპოსს სვიმეონს ბედიელ-ალავერდელის საპატიო წოდება მიანიჭა, რითაც აღმოსავლეთ-ქართული და დასავლეთ-ქართული უძლიერესი სალოცავების ერთიანობას გაუსვა ხაზი.
მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ ბედიის სამონასტრო კომპლექსში შექმნა წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით. ბედიის მონასტერში დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი-დედოფალი გურანდუხტი.


ბარაკონი






ბარაკონი
მასალა ვიკიპედიიდანთავისუფალი ენციკლოპედია
ბარაკონი — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაშიამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან. ბარაკონი მდინარეებისლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ[1]
ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად ააგო. ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, იგი ტუფის ქვით იყო ნაშენი. მას შიგნით ალებასტრის კანკელი ამშვენებდა. ძველი ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ქვებიროსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით 1753წელს ახალი ეკლესია ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა.
შენობა სწორკუთხაა, მინაშენთა გარეშეგუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს. ნაშენია სოფელ იწიდან მოზიდული ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. მოგვიანებით გუმბათი გადაუხურავთ თუთიით, ამჟამად კი სპილენძის სახურავით არის გადახურული. ფასადებზე ვხვდებით ზოგიერთ ძველებურ ელემენტს (აღმოსავლეთი ნიშები), უმეტესად ტრადიციულია ჩუქურთმის სახეებიც, მაგრამ მორთულობა მოკლებულია მთლიანობას და ორგანულად ვერ უკავშირდება არქიტექტურას.



ალავერდი




ალავერდი
    ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 12 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზეთელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI -ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 X 26,4 ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
    ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრეკახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები1742მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.
    ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველისფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდში ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, .ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII .), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII .), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII .) და სხვები.





სამება




სამება
        ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსიწმინდა სამების საკათედრო ტაძრისპროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა. შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით დააყოვნა და საძირკველი ტაძრისთვის მხოლოდ 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა.
ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერსგიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
ტიპოლოგიურად წმინდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდანდასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლავები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად კათედრალის ერთიანი მთავარი მოცულობას წარმოადგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9.50 მეტრია. გუმბათის ყელს გარშემოსავლელი ბაქანი შემოუყვება. წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დასავლეთ ფასადზე სამისამნავიანი შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას.
       წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდი, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახული. ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღებითაა შემკული.
               იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგებამიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრი სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა, ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. (ამას ემატება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.



სვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - ნიჭის ღვთიური ქმნილება
სვეტიცხოველი - ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებით და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.



       სვეტიცხოვლის ისტორია განუყოფელია საქართველოს გმირული წარსულისაგან. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა უკავშირდება ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა საქართველოს რელიგიურ ცენტრს, რადგან იგი იყო საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს ეკლესიის მეთაურთა კათოლიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია. სწორედ სვეტიცხოველში ხდებოდა საქართველოს მეფეთა და ეკლესიის მეთაურთა - კურთხევა, ჯვრისწერა, ქართველ უფლისწულთა მონათვლა. აქ ხდებოდა ქართველ მეფეთა, დედოფალთა, ბატონიშვილთა და კათოლიკოს-პატრიარქთა დაკრძალვა (ტაძარში დღემდე შემორჩენილია რამდენიმე მათგანის საფლავი). გარეშე მტერთა შემოსევებისას აქ აფარებდა თავს მცხეთისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა. თავისი მდიდარი ბიბლიოთეკით სვეტიცხოველი მწიგნობრობის გავრცელების კერასაც წარმოადგენდა. არის ცნობები, რომ ეს წიგნები ინახებოდა ტაძრის კედლებში მოთავსებულ სამალავ ოთახებში, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად.
სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა.
ცნობილია, რომ მე-4 -ის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიაზე მის განსამტკიცებლად დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია კი აიგო სწორედ ამ ადგილას, მდინარეების - მტკვრისა და არაგვის შესართავთან, „წმინდა ჭალაში“, ანუ სამეფო ბაღში. იგი აუგიათ პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მითითებით IV -ის 30-იან წლებში. ეს ხის ნაგებობა მცირე ზომის ყოფილა, რაც ტაძარში ბოლო ხანს ჩატარებული არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგაც დადასტურდა. აქ აღმოჩენილი ხის სვეტების ნაშთები მეცნიერებმა IV საუკუნით დაათარიღეს, რითაც საშუალება მოგვეცა დარწმუნებით გვეთქვა, რომ მირიან მეფის ბრძანებით აგებული სვეტიცხოველი ხის ნაგებობა ყოფილა.